1. თავიანთ ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს ხელშემკვრელი სახელმწიფოები მიანიჭებენ იმავე რეჟიმს, რაც აქვთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

(ა) იმდენად, რამდენადაც ეს საკითხები რეგულირდება კანონებითა და წესებით, ან ექვემდებარება ადმინისტრაციული ორგანოების კონტროლს - ანაზღაურება საოჯახო შემწეობების ჩათვლით, თუ ეს უკანასკნელი ანაზღაურების შემადგენელი ნაწილია, სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური სამუშაოს თაობაზე შეთანხმებანი, ანაზღაურებადი შვებულება, სამუშაოზე შეზღუდვა, დასაქმების მინიმალური ასაკი, სტაჟირება და პრაქტიკები, ქალებისა და არასრულწლოვანი პირების მუშაობა, კოლექტიური შეთანხმებიდან სარგებლის მიღება;

(ბ) სოციალური უსაფრთხოება (სამართლებრივი დებულებები საწარმოო ტრავმის, საწარმოო დაავადებების, ორსულობის, ავადმყოფობის, უუნარობის, მოხუცებულობის, უმუშევრობის, ოჯახური პასუხისმგებლობებისა და სხვა შემთხვევების შესახებ, რომლებიც რეგულირდება სოციალური უსაფრთხოების სქემით ეროვნული კანონების ან წესების შესაბამისად) შემდეგი შეზღუდვების გათვალისწინებით:

(I) შეიძლება საჭირო იყოს სათანადო ღონისძიებების გატარება, რათა შენარჩუნებულ იქნეს უკვე მინიჭებული უფლებები ან ის უფლებები, რომლებიც მინიჭების პროცესშია.

(II) საცხოვრებელი სახელმწიფოს ეროვნული კანონები და წესები შეიძლება ითვალისწინებდეს სპეციალურ ღონისძიებებს იმ სარგებლის ან სარგებლის ნაწილის თაობაზე, რომელიც სრულად გადაიხდება საჯარო ფონდები მიერ, ასევე შემწეობები იმ პირებისათვის, რომლებიც არ ასრულებენ შენატანების პირობას, რაც გათვალისწინებულია ჩვეულებრივი პენსიის მისაღებად.

2. მოქალაქეობის არმქონე პირის საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაცვალების კომპენსაციის უფლებაზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, რომ მიმღების საცხოვრებელი ადგილი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიის გარეთ.

3. ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაავრცელებენ სოციალურ საკითხებზე ერთმანეთთან უკვე გაფორმებული ან მომავალში დადებული ხელშეკრულებებიდან მიღებული თუ მიღების პროცესში მყოფი უფლებებიდან გამომდინარე სარგებელს, რაც დაექვემდებარება მხოლოდ ამ შეთანხმებების ხელმომწერი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის გათვალისწინებულ პირობებს.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გულისხმიერად განიხილავენ შესაძლებლობას, რათა მოქალაქეობის არმქონე პირებზე გაავრცელონ მსგავსი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარგებელი, რაც ნებისმიერ დროს შეიძლება იყოს გათვალისწინებული ამ ხელშემკვრელ სახელმწიფოებსა და არახელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის დადებულ ძალის მქონე ხელშეკრულებებში.

V თავი

ადმინისტრაციული ღონისძიებე