1. როდესაც მოქალაქეობის არმქონე პირს უფლების განსახორციელებლად ესაჭიროება იმ უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების დახმარება, რომლისათვის მიმართვა მას არ შეუძლია, მაშინ ხელშემკვრელი სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც იგი ცხოვრობს, უზრუნველყოფს, რომ აუცილებელი დახმარება გაუწიონ ამ ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებმა.

2. პირველ პუნქტში აღნიშნული ხელისუფლების ორგანო ან ორგანოები გადასცემენ ან უზრუნველყოფენ, რომ მათი ზედამხედველობის ქვეშ გადასცენ მოქალაქეობის არმქონე პირს ის დოკუმენტები ან სერტიფიკატები, რომლებიც, ჩვეულებრივ, გაიცემა უცხოელებზე ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ ან მათი დახმარებით.

3. ამგვარად, გაცემული დოკუმენტები და სერტიფიკატები გამოიყენება უცხოელებისათვის მათი მოქალაქეობის სახელმწიფოს მიერ ან დახმარებით გაცემული ოფიციალური დოკუმენტების ნაცვლად და ჩაითვლება ნამდვილად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში.

4. გაჭირვებაში მყოფი პირებისათვის დაწესებული გამონაკლისების გათვალისწინებით, შესაძლებელია საფასურის დაწესება ზემოაღნიშნულ მომსახურებაზე, რომელიც უნდა იყოს ზომიერი და შეესაბამებოდეს მოქალაქეებისათვის მსგავს მომსახურებაზე დაწესებულ საფასურს.

5. ამ მუხლის დებულებები არ ეწინააღმდეგება 27-ე და 28-ე მუხლებ