1. დაწყებით განათლებასთან დაკავშირებით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ იმავე რეჟიმს, რაც აქვთ მოქალაქეებს.
2. ხელშემკვრელი სახელმწიფოები მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს დაწყებითი განათლების გარდა ყველა სხვა განათლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იყოს არანაკლებ ხელსაყრელი, იმავე გარემოებებში, ზოგადად, უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში. ეს განსაკუთრებით ეხება: სწავლის ხელმისაწვდომობას, უცხოური სკოლების სერტიფიკატების, დიპლომებისა და ხარისხების აღიარებას, გადასახადებისა და გადასახდელების შემცირებასა და სტიპენდიის მინიჭება