1. ხელშემკვრელი სახელმწიფოები თავის ტერიტორიაზე კანონიერად მყოფ მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭებენ შეძლებისდაგვარად ხელსაყრელ რეჟიმს ანაზღაურებად სამუშაოსთან დაკავშირებით, რაც არანაკლებ ხელსაყრელი უნდა იყოს იმავე გარემოებებში, ზოგადად უცხოელებისათვის მინიჭებულ უფლებებთან მიმართებაში.

2. ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა ანაზღაურებად სამუშაოსთან დაკავშირებით გულისხმიერად უნდა განიხილონ მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებათა გათანაბრების საკითხი თავის მოქალაქეთა უფლებებთან, განსაკუთრებით კი მოქალაქეობის არმქონე იმ პირებთან მიმართებით, რომლებიც მათ ტერიტორიაზე შევიდნენ დასაქმების პროგრამის ან საიმიგრაციო სქემის ფარგლებშ