1. ნებისმიერ სახელმწიფოს ამ კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის ან მასთან შეერთების დროს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს კონვენცია ვრცელდება მის მთელ ან ზოგიერთ ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ასეთი განცხადება ძალაში შევა აღნიშნული სახელმწიფოს მიმართ კონვენციის ძალაში შესვლასთან ერთად.

2. ზემოაღნიშნულის შემდეგ ასეთი გავრცელება შეიძლება განხორციელდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გზით და ძალაში შედის მის მიერ შეტყობინების მიღებიდან ოთხმოცდამეათე დღეს ან ამ სახელმწიფოსათვის კონვენციის ძალაში შესვლის დღეს, იმის მიხედვით, თუ რომელი ვადა გადის უფრო გვიან.

3. რაც შეეხება ტერიტორიებს, რომლებზეც ეს კონვენცია არ ვრცელდება მისი ხელმოწერის, რატიფიკაციის ან შეერთების დროს, ყოველმა სახელმწიფომ უნდა განიხილოს ისეთ ღონისძიებათა განხორციელების შესაძლებლობა, რომლებიც საჭიროა აღნიშნული ტერიტორიების მიმართ ამ კონვენციის გამოყენებისათვის, კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამ ტერიტორიების მთავრობათა თანხმობი