1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია ამ კონვენციის დენონსაცია ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.
2. დენონსაცია ძალაში შედის ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დეკლარაცია ან შეტყობინება 36-ე მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით განაცხადოს, რომ კონვენცია აღარ გამოიყენება ასეთი ტერიტორიის მიმართ გენერალური მდივნის მიერ შეტყობინების მიღებიდან ერთი წლის შემდეგ.
41. გადასინჯვა
1. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია მოითხოვოს ამ კონვენციის გადასინჯვა ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.
2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეა რეკომენდაციას გაუწევს ნებისმიერ ღონისძიებას, რომლის განხორციელება აუცილებელია ასეთ თხოვნასთან დაკავშირები