1. კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში 1955 წლის 31 დეკემბრამდე.
2. ეს კონვენცია ღიაა ხელმოსაწერად:
(ა) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის;
(ბ) ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეული იყო მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ კონფერენციაზე; და
(გ) ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელსაც ხელმოწერის ან შეერთების მოწვევა გაუგზავნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ.
3. ეს კონვენცია ექვემდებარება რატიფიკაციას და სარატიფიკაციო სიგელების დეპონირება მოხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან.
4. კონვენცია ღიაა შეერთებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული სახელმწიფოებისათვის. შეერთება განხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გენერალური მდივნისათვის შეერთების სიგელის დეპონირები