კონვენციის დეპონირება უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან. იგი ღიაა ხელმოსაწერად 1962 წლის 30 ივნისამდე ნებისმიერი სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეულია შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზციების საერთაშორისო დაცვის დიპლომატიურ კონფერენციაზე და არის საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენციის ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრ