1. ეს კონვენცია უნდა იქნეს რატიფიცირებული ან მიღებული ხელმომწერი სახელმწიფოების მიერ.
2. ეს კონვენცია ღიაა ნებისმიერ სახელმწიფოსათვის, რომელიც მოწვეულია 23-ე მუხლში მითითებულ კონფერენციაზე და გაერთიანებული ერების ორაგანიზაციის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსათვის, იმ პირობით, რომ ასეთი სახელმწიფო ყველა შემთხვევაში არის საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენციის ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.
3. კონვენციის რატიფიკაცია, მიღება ან მასთან შეერთება ძალაში შევა სათანადო აქტის გაერთიანებული ერების გენერალურ მდივანთან დეპონირების შემდე