1. ნებისმნიერ სახელმწიფოს უფლება აქვს კონვენციის რატიფიკაციის, მიღების ან მასთან შეერთების დროს, ან შემდგომში ნებისმიერ დროს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით განაცხადოს, რომ ეს კონვენცია ვრცელდება ყველა ან ერთ რომელიმე ტერიტორიაზე, რომლის საერთაშორისო ურთიერთობისთვისაც არის პასუხისმგებელი, იმ პირობით, რომ საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენცია ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კონვენცია ვრცელდება აღნიშნულ ტერიტორიებზე. შეტყობინება ამოქმედდება მისი დეპონირებიდან სამი თვის შემდეგ.
2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტში, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, მე-16 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-17 და მე-18 მუხლებში აღნიშნული შეტყობინება შეიძლება გავრცელდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებულ ყველა ან ერთ რომელიმე ტერიტორიაზ