1. კონვენციით ფუძნდება სამთავრობათაშორისო კომიტეტი, რომლის მოვალეობებს შეადგენს:

ა) ამ კონვენციის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა; და

ბ) წინადადებების შეგროვება და დოკუმენტაციის მომზადება ამ კონვენციაში შესაძლო ცვლილებების შესატანად.

2. კომიტეტი უნდა შედგებოდეს მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებისაგან, რომლებიც შეირჩევიან სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის უზრუნველყოფით. კომიტეტი უნდა შედგებოდეს ექვსი წევრისაგან, თუ მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა არის თორმეტი ან თორმეტზე ნაკლები, ცხრა წევრისაგან – თუ მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა ცამეტიდან თვრამეტამდეა და თორმეტი წევრისაგან – თუ მონაწილე სახელმწიფოთა რიცხვი თვრამეტს აღემატება.

3. კომიტეტი დაკომპლექტდება კონვენციის ამოქმედებიდან თორმეტი თვის შემდეგ წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით ჩატარებული არჩევნებით, რომელშიც ყოველ სახელმწიფოს აქვს ერთი ხმის უფლება და რომლის ორგანიზებასაც მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობის მიერ წინასწარ დადგენილი წესით ახორციელებენ შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალური დირექტორი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი და ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორი.

4. კომიტეტი ირჩევს თავმჯდომარეს და თანამდებობის პირებს. კომიტეტმა უნდა დაადგინოს თავისი მუშაობის წესები. ამ წესებმა დეტალურად უნდა განსაზღვროს კომიტეტის მომავალი საქმიანობის პრინციპები და მომავალში მისი წევრების არჩევის მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს როტაციის პრინციპის დაცვას სხვადასხვა მონაწილე სახელმწიფოებს შორის.

5. კომიტეტის სამდივნო შედგება შრომის საერთაშორისო ბიუროს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის და ლიტერატურის, და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის თანამდებობის პირებისაგან, რომლებსაც შესაბამისად ნიშნავენ ამ ორგანიზაციების გენერალური დირექტორი და დირექტორები.

6. კომიტეტის სხდომები, რომლებსაც მოიწვევენ მაშინ, როდესაც ამას აუცილებლად მიიჩნევს წევრების უმრავლესობა, ტარდება თანმიმდევრულად შრომის საერთაშორისო ბიუროს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს შტაბბინებში.

7. კომიტეტის წევრების ხარჯებსა ანაზღაურებენ შესაბამისი სახელმწიფოებ