1. ამ კონვენციის ძალაში შესვლიდან ხუთი წლის შემდეგ ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნით მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა კონვენციის გადასინჯვის მიზნით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა უნდა შეატყობინოს ყველა მონაწილე სახელმწიფოს ამ მოთხოვნის შესახებ. თუ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების თარიღიდან ექვსი თვის განმავლობაში მონაწილე სახელმწიფოების არანაკლებ ნახევარი განაცხადებს თანხმობას ამ მოთხოვნაზე, გენერალური მდივანი შეატყობინებს ამის შესახებ შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს, რომლებმაც უნდა მოიწვიონ სარევიზიო კონფერენცია 32-ე მუხლით გათვალისწინებულ სამთავრობათაშორისო კომიტეტთან ერთად.

2. ამ კონვენციაში ნებისმიერი შესწორების შესატანად საჭიროა სარევიზიო კონფერენციაზე დამსწრე სახელმწიფოების ხმების ორი მესამედი, იმ პირობით, რომ ხმების ეს რაოდენობა მოიცავს იმ სახელმწიფოების ორ მესამედს, რომლებიც სარევიზიო კონფერენციის ჩატარების თარიღისათვის არიან ამ კონვენციის წევრები.

3. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციაში შეიტანენ შესწორებებს, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ შეცვლის კონვენციას და თუ გადასინჯული კონვენციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:

ა) ეს კონვენცია აღარ იქნება ღია რატიფიკაციის, მიღების ან მასთან შეერთებისათვის გადასინჯული კონვენციის ძალაში შესვლის თარიღიდან;

ბ) ეს კონვენცია ძალაში რჩება იმ სახელმწიფოებთან ურთიერთობაში და მათთან მიმართებაში, რომლებიც არ არიან გადასინჯული კონვენციის წევრებ