1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი 23-ე მუხლით განსაზღვრულ კონფერენციაზე მოწვეულ სახელმწიფოებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა მონაწილე სახელმწიფოს, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს ატყობინებს:

ა) კონვენციის რატიფიკაციის, მიღების და მასთან შეერთების თითოეული აქტის დეპონირების თაობაზე;

ბ) კონვენიციიის ძალაში შესვლის თარიღის თაობაზე;

გ) ყველა შეტყობინების, დეკლარაციისა და ინფორმაციის თაობაზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ კონვენციით;

დ) კონვენიციის 28-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების თაობაზე.

2. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის ბიუროს დირექტორს ატყობინებს აგრეთვე ყველა მოთხოვნის თაობაზე, რომელიც მას წარედგინება კონვენციის 29-ე მუხლის შესაბამისად, აგრეთვე ყველა შეტყობინების შესახებ, რომელსაც მიიღებს მონაწილე სახელმწიფოებისაგან კონვენციის გადასინჯვასთან დაკავშირებით. რის დასტურადაც ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელს ვაწერთ ამ კონვენციას.

შესრულებულია რომში, 1961 წლის 26 ოქტომბერს, ერთ ეგზემპლარად, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. სათანადოდ დამოწმებულ ასლებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი გადასცემს ყველა სახელმწიფოს, რომლებიც მოწვეულნი იყვნენ კონფერენციაზე 23-ე მუხლის შესაბამისად და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყოველ წევრ-სახელმწიფოს, აგრეთვე შრომის საერთაშორისო ბიუროს გენერალურ დირექტორს, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს და ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორუისო კავშირის ბიუროს დირექტორ