1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს მოახდინოს ამ კონვენციის დენონსაცია თავისი სახელით ან ყველა ან რომელიმე ტერიტორიის სახელით, რომლებიც გათვალისწინებულია 27-ე მუხლით.

2. დენონსაცია ხორციელდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისადმი შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით და ძალაში შედის შეტყობინების მიღების 12 თვის შემდეგ.

3. მონაწილე სახელმწიფომ არ უნდა გამოიყენოს დენონსაციის უფლება ხუთი წლის განმავლობაში მის მიმართ კონვენციის ამოქმედებიდან.

4. მონაწილე სახელმწიფო არ ჩაითვლება კონვენციის წევრად იმ დროიდან, როდესაც ის აღარ იქნება არც სავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენციის და არც ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი.

5. ეს კონვენცია აღარ გავრცელდება 27-ე მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც ამ ტერიტორიაზე აღარ იქნება გამოყენებული საავტორო უფლებების შესახებ მსოფლიო კონვენცია ან ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებების დაცვის საერთაშორისო კონვენცი