1. ნებისმიერი სახელმწიფო, კონვენციასთან შეერთებით, შეზღუდული უნდა იყოს კონვენციიდან გამომდინარე ვალდებულებებით და სარგებლობდეს ყველა მისი უპირატესობით. თუმცა სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეტყობინების დეპონირებით გააკეთოს განაცხადი, რომ:

ა) მე-12 მუხლათან დაკავშირებით:

(Ι) არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს;

(ΙΙ) არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს გარკვეული შემთხვევების დროს;

(ΙΙΙ) არ გამოიყენებს ამ მუხლის დებულებებს იმ ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომელთა დამამზადებელი არ არის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქე;

(ΙV) ზღუდავს ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის ფარგლებს იმ ფონოგრამებთან დაკავშიარებით, რომლის დამამზადებელიც არის სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალქე, იმ ფარგლებით და ვადებით, რომლებითაც ეს უკანასკნელი სახელმწიფო ზღუდავს იმ ფონოგრამებისათვის არსებულ დაცვას, რომლის პირველი ჩაწერა განახორციელა იმ სახელმწიფოს მოქალაქემ, რომელმაც გააკეთა განაცხადი. თუმცა ის ფაქტი, რომ მონაწილე სახელმწიფო, რომლის მოქალაქეა ფონოგრამის მწარმოებელი, არ ანიჭებს დაცვას იმავე კატეგორიის უფლებამფლობელს ან უფლებამფლობელებს, იმ სახელმწიფოს მსგავსად, რომელმაც გააკეთა განაცხადი, არ უნდა იქნეს განხილული როგორც განსხვავება დაცვის ფარგლებს შორის;

ბ) მე-13 მუხლთან დაკავშირებით, არ გამოიყენებს ამავე მუხლის „დ“ პუნქტს; თუ მონაწილე სახელმწიფო აკეთებს ასეთ განაცხადს, სხვა მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მე-13 მუხლის (დ) პუნქტით განსაზღვრული უფლება მიანიჭონ მაუწყებლობის ორგანიზაციებს, რომელთა შტაბბინები მდებარეობს ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული შეტყობინება განხორციელებულია რატიფიკაციის, მიღების ან შეერთების აქტის დეპონირების თარიღის შემდეგ, შეტყობინება ძალაში შევა მისი დეპონირებიდან ექვსი თვის შემდე