თუ მონაწილე სახელმწიფო ფონოგრამებთან დაკავშირებით, ფონოგრამების დამამზადებლის ან/და შემსრულებლის უფლების დაცვის მიზნით, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად ითხოვს ფორმალური პროცედურების დაცვას, ასეთი პროცედურა ჩაითვლება დაცულად, თუ ბრუნვაში გაშვებული, გამოცემული ფონოგრამის ყველა ეგზემპლარი ან მათი ფუტლარები შეიცავს სიმბოლოს P და პირველი გამოქვეყნების თარიღის მითითებას, რომელიც იმგავარად არის განთავსებული, რომ წარმოადგენს ნათელ განცხადებას უფლებების დაცვის თაობაზე; და თუ ასლები ან მათი ფუტლარები არ იძლევა დამამზადებლის ან დამამზადებლის ლიცენზიატის იდენტიფიცირების საშუალებას (სახელის, სასაქონლო ნიშნის ან სხვა შესაბამისი აღნიშვნის მეშვეობით), აღნიშვნა უნდა შეიცავდეს აგრეთვე დამზადებაზე უფლების მფლობელის სახელსაც; ამასთან, თუ ეგზემპლარები ან მათი ფუტლარები არ იძლევა ძირითადი (მთავარი) შემსრულებლების იდენტიფიცირების საშუალებას, აღნიშვნა უნდა შეიცავდეს აგრეთვე იმ პირის სახელსაც, რომელსაც ეკუთვნის შემსრულებლის უფლებები იმ ქვეყანაში, სადაც განხორციელებულია ჩაწერ