1. ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, კონვენციით მინიჭებულ დაცვაში ეროვნული კანონმდებობით დაუშვას გამონაკლისი, რომელიც უკავშირდება:

ა) პირად სარგებლობას;

ბ) მოკლე ნაწყვეტების გამოყენებას, მიმდინარე მოვლენათა მიმოხილვისას;

გ) მაუწყებლის ორგანიზაციის მიერ საკუთარი საშუალებებით და საკუთარი მაუწყებლობისათვის დროებითი (ეფემერული) ჩანაწერის განხორციელებას;

დ) მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო პროცესში ან სამეცნიერო კვლევის მიზნით გამოყენებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიუხედავად, ნებისმიერ მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს თავისი ეროვნული კანონმდებლობით დააწესოს იგივე შეზღუდვები შემსრულებლების, ფონოგრამების დამამზადებლების და მაუწყებლობის ორგანიზაციების დაცვასთან დაკავშირებით, რომლებიც ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. თუმცა, იძულებითი ლიცენზირება შეიძლება დაწესდეს იმ ფარგლებში, რომლებიც შეესაბამება ამ კონვენცია