(1) ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შეუძლიათ შემსრულებლებისა და ფონოგრამების დამამზადებლების უფლებების დაცვის თვალსაზრისით თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში დააწესონ იმავე სახის შეზღუდვები ან გამონაკლისები, რაც ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისითაა გათვალისწინებული მათ ეროვნულ კანონმდებლობაში.

(2) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების რაიმე შეზღუდვებსა და გამონაკლისებს აწესებენ განსაზღვრულ და განსაკუთრებულ შემთხვევებში შესრულების ან ფონოგრამის ნორმალური გამოყენებისათვის ზიანის მიყენებისა და შემსრულებლის ან ფონოგრამის დამამზადებლის კანონიერი ინტერესების უსაფუძვლოდ შელახვის გარეშ