(1) ამ ხალშეკრულების დამდები მხარეები ვალდებულებას იღებენ თავიანთი სამართლებრივი სისტემების შესაბამისად გაატარონ ამ ხელშეკრულების გამოყენების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებანი.
(2) ამ ხელშეკრულების დამდებმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათ კანონებში გათვალისწინებული იყოს უფლებების უზრუნველმყოფელი ზომები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის ნებისმიერი აქტი აღმკვეთი ეფექტური ქმედებების, მათ შორის, დარღვევების თავიდან ასაცილებლად სასწრაფო ზომებისა და შემდგომი დარღვევების შემაკავებელი ზომების გატარება.