(1) ამ ხელშეკრულების დამდები მხარეები სამართლებრივი დაცვის შესაბამის და ეფექტურ ზომებს ითვალისწინებენ ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელიც შეგნებულად ახორციელებს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებათაგანს, და რომელმაც იცის, ან, დაცვის სამოქალაქო-სამართლებრივი ზომების გამოყენებასთან დაკავშირებით, აქვს საკმარისი საფუძველი იცოდეს, რომ ამგვარი ქმედება გამოიწვევს, შესაძლებელს გახდის, ხელს შეუწყობს ან დაფარავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დარღვევას:

(i) უფლებების მართვის შესახებ ნებისმიერი ელექტრონული ინფორმაციის უნებართვო წაშლა ან შეცვლა;

(ii) შესრულებების, ჩაწერილი შესრულებების ან ფონოგრამების უნებართვო გავრცელება, გავრცელების მიზნით შემოტანა, ეთერში გადაცემა, შეტყობინება ან საჯარო გადაცემა, როცა ცნობილია, რომ უფლებების მართვის შესახებ ელექტრონული ინფორმაცია მათში უნებართვოდ იქნა წაშლილი ან შეცვლილი.

(2) ,,ინფორმაცია უფლებების მართვის შესახებ” ამ მუხლში აღნიშნავს ინფორმაციას, რომელიც ახდენს შემსრულებლის, შემსრულებლის შესრულების, ფონოგრამის დამამზადებლის, ფონოგრამის შესრულებასა ან ფონოგრამაზე რაიმე უფლების მფლობელის ან შესრულების ან ფონოგრამის გამოყენების პირობების შესახებ ინფორმაციის და ასეთი ინფორმაციის შემცვლელი ნებისმიერი ციფრების ან კოდების იდენტიფიკაციას, როცა ინფორმაციის ამ ელემენტთაგან ნებისმიერი თან ახლავს ჩაწერილი შესრულების ან ფონოგრამის ეგზემპლარს ან ჩნდება ჩაწერილი შესრულების ან ფონოგრამის შეტყობინებასა ან საჯარო გადაცემასთან დაკავშირები