(1) ფონოგრამების დამამზადებლებს აქვთ განსაკუთრებული უფლება გასცენ თავიანთი ფონოგრამების ორიგინალის ან ეგზემპლარების საზოგადოებისათვის კომერციული გაქირავების ნებართვა დამამზადებლის მიერ ან მისი ნებართვით მათი გავრცელების შემდეგაც კი.

(2) (1) პუნქტის დებულებების მიუხედავად ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეს, რომელშიც 1994 წლის 15 აპრილისათვის მოქმედებდა და ამჟამადაც მოქმედებს თავიანთი ფონოგრამების ეგზემპლარების გაქირავებისათვის ფონოგრამების დამამზადებელი სამართლიანი ანაზღაურების სისტემა, შეუძლია შეინარჩუნოს ეს სისტემა იმ პირობით თუ ფონოგრამების კომერციული გაქირავება არსებით ზიანს არ აყენებს ფონოგრამების დამამზადებლების განსაკუთრებულ უფლებას რეპროდუცირებაზ