(1) შემსრულებელს აქვს განსაკუთრებული უფლება ამ ხელშეკრულების დამდები მხარის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად გასცეს ფონოგრამებზე ჩაწერილი თავისი შესრულების ორიგინალის ან ეგზემპლარების საზოგადოებისათვის კომერციული გაქირავების, ნებართვა შემსრულებლის მიერ, ან მისი ნებართვით მათი გავრცელების შემდეგაც კი.

(2) (1) პუნქტის დებულებების მიუხედავად ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეს, რომელშიც 1994 წლის 15 აპრილისათვის მოქმედებდა და ამჟამადაც მოქმედებს ფონოგრამებზე ჩაწერილი შესრულებების ეგზემპლარების გაქირავებისათვის შემსრულებლის სამართლიანი ანაზღაურების სისტემა, შეუძლია შეინარჩუნოს ეს სისტემა იმ პირობით, თუ ფონოგრამების კომერციული გაქირავება არსებით ზიანს არ აყენებს შემსრულებლის განსაკუთრებულ უფლებას რეპროდუცირებაზ