(1) შემსრულებლის ქონებრივი უფლებებისაგან დამოუკიდებლად და ამ უფლებების გადაცემის შემდეგაც კი შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს, რომ აღიარებულ იქნეს თავისი შესრულებების შემსრულებლად თავისი ჩაუწერელი ზეპირი შესრულების ან ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულებების მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამგვარი უფლების მიუცემლობა შესრულების გამოყენების ხასიათითაა ნაკარნახევი, და გამოვიდეს თავისი შესრულებების ყოველგვარი ისეთი გაუკუღმართების, დამახინჯების ან სხვაგვარი შეცვლის წინააღმდეგ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას.

(2) (1) პუნქტის შესაბამისად შემსრულებლისათვის მინიჭებული უფლებები ქონებრივი უფლებების შეწყვეტამდე შენარჩუნდება მისი გარდაცვალების შემდეგაც და განხორციელდება იმ პირებისა და დაწესებულებების მიერ, რომლებსაც ამის უფლებამოსილება ხელშეკრულების დამდები იმ მხარის კანონმდებლობით აქვთ მინიჭებული, რომელშიც დაცვა გამოითხოვება. ხელშეკრულების დამდებმა იმ მხარეებმა კი, რომელთა კანონმდებლობა ამ ხელშეკრულების რატიფიკაციის ან მასთან მიერთების მომენტში არ ითვალისწინებს შემსრულებლის გარდაცვალების შემდეგ წინა პუნქტით გათვალისწინებული მისი ყველა უფლების დაცვას, შეიძლება დაადგინონ, რომ შემსრულებლის გარდაცვალების შემდეგ ამ უფლებებიდან ზოგიერთი შეწყდება.

(3) ამ პუნქტით უზრუნველყოფილი უფლებების განხორციელებისათვის აუცილებელი დაცვითი ღონისძიებები რეგლამენტირებულია ამ ხელშეკრულების დამდები მხარის კანონმდებლობით, რომლის შესაბამისადაც ხდება დაცვის გამოთხოვ