პრეამბულა
ხელშეკრულების დამდები მხარეები,სურთ რა მაქსიმალურად ეფექტურად და ერთგვაროვნად დახვეწონ და დაიცვან შემსრულებლებისა და ფონოგრამების მწარმოებლების უფლებები,აღიარებენ რა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და ტექნიკურ განვითარებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხების ადეკვატურად გადაწყვეტის მიზნით ახალი საერთაშორისო წესების შემოღების აუცილებლობას,აღიარებენ რა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და დაახლოების დიდ ზეგავლენას შესრულებებისა და ფონოგრამების წარმოებასა და გამოყენებაზე,აღიარებენ რა ფონოგრამების შემსრულებლებისა და დამამზადებლების უფლებებსა და ფართო საზოგადოებრიობის ინტერესებს შორის წონასწორობის შენარჩუნების აუცილებლობას, კერძოდ, განათლების, სამეცნიერო კვლევისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროებში,შეთანხმდნენ შემდეგზე: