(1) ხელშეკრულების დამდები მხარეები უზრუნველყოფენ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დაცვას ფონოგრამების იმ შემსრულებელთა და დამამზადებელთათვის, რომლებიც ხელშეკრულების დამდები სხვა მხარეების მოქალაქეები არიან.
(2) ხელშეკრულების დამდები სხვა მხარეების მოქალაქეებში ფონოგრამების ის შემსრულებლები ან დამამზადებლები იგულისხმებიან, რომლებიც დაცვის უზრუნველყოფისათვის ,,რომის კონვენციით” გათვალისწინებულ აუცილებელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ისე, თითქოს ამ ხელშეკრულების დამდები ყველა მხარე ამ კონვენციის დამდები სახელმწიფო იყოს. ხსენებულ კრიტერიუმებთან მიმართებაში ხელშეკრულების დამდები მხარეები ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის შესაბამის განსაზღვრებებს იყენებენ.
(3) ხელშეკრულების დამდები ნებისმიერი მხარე, რომელიც იყენებს ,,რომის კონვენციის” მე-5(3) მუხლით, ან ხსენებული კონვენციის მე-5 მუხლის მიზნებისათვის ამ კონვენციის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) დირექტორს უგზავნის შეტყობინებას, როგორც ეს ხსენებული დებულებებითაა გათვალისწინებულ