1. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ ფონოგრამის მწარმოებელზე უნდა გაავრცელოს ეროვნული რეჟიმი, თუ:
ა) ფონოგრამის მწარმოებელი სხვა მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეა* (ეროვნული კრიტერიუმი);
ბ) ხმის პირველი ჩაწერა განხორციელდა სხვა მონაწილე სახელმწიფოში (ჩაწერის კრიტერიუმი);
გ) ფონოგრამა პირველად გამოიცა სხვა მონაწილე სახელმწიფოში (გამოცემის კრიტერიუმი).
2. თუ ფონოგრამა პირველად გამოიცა სახელმწიფოში, რომელიც არ მონაწილეობს კონვენციაში, მაგრამ მისი პირველი გამოცემიდან ოცდაათი დღის განმავლობაში მოხდა მისი გამოცემა მონაწილე სახელმწიფოში (ერთდროული გამოცემა), ფონოგრამა ჩაითვლება პირველად გამოცემულად მონაწილე სახელმწიფოში.
3. ყოველმა მონაწილე სახელმწიფომ შეტყობინების საშუალებით, რომლის დეპონირებაც უნდა მოხდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შეიძლება განაცხადოს, რომ იგი არ გამოიყენებს გამოცემის კრიტერიუმს, ან არჩევით, ჩაწერის კრიტერიუმს. შეტყობინების დეპონირება შეიძლება განხორციელდეს კონვენციის რატიფიკაციის, მიღების, მასთან შეერთების, ან ნებისმიერ სხვა დროს; ბოლო შემთხვევაში შეტყობინება ძალაში შევა მისი დეპონირებიდან 6 თვის შემდე