1. ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული რეჟიმი ნიშნავს რეჟიმს, რომელსაც მონაწილე სახელმწიფო, რომელშიც მოთხოვნილია დაცვა, ეროვნული კანონმდებლობით ავრცელებს:

ა) შემსრულებლებზე, რომლებიც არიან მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები, იმ შესრულებებთან დაკავშირებით, რომლებიც შესრულდა, ეთერში გადაიცა ან პირველად ჩაიწერა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე;

ბ) ფონოგრამების მწარმოებლებზე, რომლებიც არიან მონაწილე სახელმწიფოს მოქალაქეები, იმ ფონოგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე პირველად ჩაიწერა ან გამოიცა;

გ) მაუწყებლის ორგანიზაციებზე, რომელთა შტაბბინები განლაგებულია (ადგილსამყოფელია) ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, იმ გადაცემებთან დაკავშირებით, რომლებიც გადაიცა მის ტერიტორიაზე განლაგებული გადაცემების მეშვეობით.

2. ეროვნული რეჟიმი უნდა შეესაბამებოდეს ამ კონვენციით უზრუნველყოფილ სპეციალურ დაცვას და განსაზღვრულ სპეციალურ შეზღუდვებ