1. ამ კონვენციით მინიჭებული დაცვა შემსრულებელს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას აკრძალოს:
ა) შესრულების ერთ-ერთი და საყოველთაო გაცნობისათვის გადაცემა მისი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეთერში ან საყოველთაო გაცნობისათვის გადაცემის დროს გამოყენებული შესრულება ადრე გადაცემული შესრულებაა, ან გადაცემა განხორციელებულია შესრულების ჩანაწერის გამოყენებით;
ბ) ჩაუწერელი შესრულების ჩაწერა მისი თანხმობის გარეშე;
გ) შესრულებლის ჩაწერის რეპროდუცირება მისი თანხმობის გარეშე, თუ:
(і) პირველი (ორიგინალური) ჩანაწერი გაკეთდება მისი თანხმობის გარეშე;
(іі) რეპროდუცირება ხორციელდება არა იმ მიზნებისათვის, რაზეც შემსრულებელმა მისცა თანხმობა;
(ііі) პირველი ჩანაწერი განხორციელდა ამ კონვენციის მე-15 მუხლის დებულების შესაბამისად, ხოლო რეპროდუცირება ხორციელდება იმ მიზნებისათვის, რომლებიც განსხვავდება ამავე დებულებებით განსაზღვრული მიზნებისაგან.
2. (1) თუ ეთერში გადაცემა ნებადართულია შემსრულებლის მიერ, მონაწილე სახელმწიფოს, რომელშიც მოთხოვნილია დაცვა, ეროვნული კანონმდებლობის რეგულირების საგანს წარმოადგენს, შესრულების დაცვა ეთერში ხელმეორედ გადაცემისაგან, მაუწყებლობის მიზნით შესრულების ჩაწერისა და რეპროდუცირებისაგან.
(2) მაუწყებლობის ორგანიზაციების მიერ მაუწყებლობის მიზნით ჩანაწერების გამოყენების ვადები და პირობები განისაზღვრება იმ მონაწილე სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება დაცვა.
(3) მიუხედავად აღნიშნულისა, ეროვნული კანონმდებლობა, ამ პუნქტის(1) და (2) ქვეპუნქტებთან მიმართებაში, არ უნდა ართმევდეს შემსრულებელს, ხელშეკრულების მეშვეობით, მაუწყებლობის ორგანიზაციებთან ურთიერთობის კონტროლის უფლება