ამ კონვენციის მიზნებისათვის:

ა) „შემსრულებლები’’ ნიშნავს მსახიობებს, მომღერლებს, მუსიკოსებს, მოცეკვავეებს და სხვა პირებს, რომლებიც თამაშობენ როლს, მღერიან, კითხულობენ, დეკლამირებენ, უკრავენ, ან სხვაგვარად ასრულებენ ლიტერატურის ან ხელოვნების ნაწარმოებებს;

ბ) ,,ფონოგრამა’’ ნიშნავს შესრულების ხმების ან სხვა ხმების მხოლოდ ხმოვან ჩანაწერს;

გ) ,,ფონოგრამის დამამზადებელი’’ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელმაც პირველად ჩაწერა შესრულების ხმები ან სხვა ხმები;

დ) ,,გამოცემა’’ ნიშნავს ფონოგრამის ასლების საზოგადოებისათვის გონივრული რაოდენობით შეთავაზებას;

ე) ,,რეპროდუცირება’’ ნიშნავს ჩანაწერის ასლის ან ასლების დამზადებას;

ვ) ,,მაუწყებლობა“ ნიშნავს საზოგადოებისათვის ხმების ან/და გამოსახულებების გადაცემას უმავთულო საშუალებებით;

ზ) ეთერში ხელმეორედ გადაცემა ნიშნავს ერთი სამაუწყებლო ორგანიზაციის მიერ სხვა სამაუწყებლო ორგანიზაციის გადაცემის ერთდროულ გადაცემას ეთერშ