თითოეული მხარე ანიჭებს ფონოგრამების დამამზადებლებს განსაკუთრებულ უფლებას:
(a) ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით, მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;
(b) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი ფონოგრამები, მათ შორის ფონოგრამის ასლები, გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
(c) ნება დართონ ან აკრძალონ მათი ფონოგრამის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის საშუალებით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდა