1.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ დაცვას ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის წინააღმდეგ, რომელსაც პირი ახორციელებს განზრახ ან გაუფრთხილებლად, და მისი ქმედება ემსახურება ზემოაღნიშნულ მიზანს.

2.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ დაცვას შემოსავლების მიღების მიზნით იმ მოწყობილობის, პროდუქტის ან კომპონენტის დამზადების, იმპორტის, გავრცელების, გაყიდვის, გაქირავების, გაყიდვის ან გაქირავების მიზნით რეკლამირების, შენახვის, ან მომსახურების გაწევის წინააღმდეგ, რომელიც:

(a)  წახალისებულია, რეკლამირებულია ან ბაზარზეა შეთავაზებული ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის მიზნით;

(b)  გააჩნია მხოლოდ შეზღუდული კომერციული მნიშვნელობა ან გამოყენება, გარდა ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის მიზნებისა; ან

(c)    შექმნილია, წარმოებულია, გადაკეთებულია ან განკუთვნილია ნებისმიერი ეფექტური ტექნოლოგიური საშუალებების გვერდის ავლის მიზნით.

3.      წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის ტერმინი „ტექნოლოგიური საშუალებები” გულისხმობს ნებისმიერ ტექნოლოგიას, მოწყობილობას ან კომპონენტს, რომელთა ნორმალურად ფუნქციონირების დროს აღკვეთილია ან იზღუდება მოქმედებები ნაწარმოებებთან ან სხვა ობიექტებთან მიმართებაში, რომლებიც ადგილობრივი კანონმდებლობით არ არის ნებადართული ნებისმიერი საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მფლობელის მიერ. ტექნოლოგიური საშუალება ქმედითად ჩაითვლება, თუ დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გამოყენებისას უფლებათა მფლობელი მასთან წვდომას აკონტროლებს იმ დაცვითი პროცესების მეშვეობით (დაშიფრვის, კოდირების, კოპირების შეზღუდვისა და სხვა გზით), რომლებიც ემსახურება დაცვის მიზან