1.      თითოეული მხარე  უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი კონვენციების და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად დაადგინოს შეზღუდვები ან გამონაკლისები ამ შეთანხმების 154–159 მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით მხოლოდ გარკვეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს უფლებების მფლობელთა კანონიერ ინტერესებს.

2.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს ამ შეთანხმების 155–158 მუხლებით  გათვალისწინებული დროებითი რეპროდუცირების განხორციელებას, რომელიც არის დროებითი და შემთხვევითი ქმედება, წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს და მისი ერთადერთი მიზანია:

(a) მესამე პირებს შორის შუალედური გამოყენებისას ქსელში გადაცემა, ან

(b) კანონიერი გამოყენება ნაწარმოების ან სხვა ობიექტისა, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა და რომელზეც არ ვრცელდება ამ შეთანხმების 155-158 მუხლებით დადგენილი რეპროდუცირების უფლებ