1.      თითოეული მხარე  უზრუნველყოფს ხელოვნების ნაწარმოების ორიგინალის ავტორის სასარგებლოდ ხელახალი გაყიდვის უფლების ხელშეუვალ უფლებად განსაზღვრას, რომელიც არ შეიძლება იქნას გასხვისებული, თუნდაც წინასწარ, იმისათვის, რომ ავტორის მიერ ნაწარმოების პირველად გასხვისების შემდეგ, ავტორმა მიიღოს გასაყიდი ფასის შესაბამისი ჰონორარი ნაწარმოების ნებისმიერი ხელახალი გაყიდვისას.

2.      პირველ პუნქტში მითითებული უფლება გამოყენებული უნდა იქნას ყველა ხელახალი გაყიდვის შემთხვევაში, რომელშიც ჩართულნი არიან გამყიდველები, მყიდველები, სახელოვნებო ბაზარზე მოქმედი პროფესიონალი შუამავლები, როგორიცაა სამხატვრო სალონები, სახვითი ხელოვნების გალერეები და ზოგადად სახვითი ხელოვნების ნაწარმოებების დილერები.

3.      თითეულმა მხარემ შეიძლება დაადგინოს, რომ პირველ პუნქტში მითითებული უფლება არ გავრცელდეს ხელახალი გაყიდვის იმ შემთხვევებზე, სადაც გამყიდველს უშუალოდ ავტორისგან აქვს მიღებული ნაწარმოები ხელახალ გაყიდვამდე სამ წელზე ნაკლები პერიოდით ადრე და ხელახალი გაყიდვის ფასი არ აღემატება გარკვეულ მინიმალურ თანხას.

4.      ჰონორარი გადაიხდება გამყიდველის მიერ. თითოეულმა მხარემ შეიძლება დაადგინოს, რომ მე–2 პუნქტში მითითებული ერთ-ერთი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გამყიდველის გარდა, უნდა იყოს ერთპიროვნულად პასუხისმგებელი ან გამყიდველთან ერთად იზიარებდეს ჰონორარის გადახდის ვალდებულებას.

5.      დადგენილი სამართლებრივი დაცვა შეიძლება მოთხოვნილი იქნას მხარის მიერ დაშვებულ ფარგლებში იქ, სადაც ეს დაცვა მოითხოვება. ჰონორარის შეგროვების პროცედურა და ოდენობა უნდა განისაზღვროს ადგილობრივი კანონმდებლობი