1.      თითოეული მხარე უზრუნველყოფს შესაბამის სამართლებრივ დაცვას ნებისმიერი პირისგან, რომელიც ნებართვის გარეშე განზრახ ახორციელებს ნებისმიერ შემდეგ ქმედებას:

(a)  ნებისმიერი ელექტრონული უფლებების მართვის ინფორმაციის წაშლა ან შეცვლა; ან

(b)  წინამდებარე შეთანხმებით დაცული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის გავრცელება, გავრცელების მიზნით იმპორტი, მაუწყებლობა, საჯარო გადაცემა ან საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომად ქცევა, საიდანაც ელექტრონული უფლებების მართვის ინფორმაცია უნებართვოდ არის წაშლილი ან შეცვლილი,როდესაც ასეთმა პირმა იცოდა ან სათანადო საფუძველი ჰქონდა სცოდნოდა, რომ ეს ქმედება იწვევს, შესაძლებელს ხდის, ხელს უწყობს, ან მალავს ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილ ნებისმიერ საავტორო ან მომიჯნავე უფლებათა დარღვევას.

2.      წინამდებარე თავის მიზნებისთვის ტერმინი „უფლებების მართვის ინფორმაცია” გულისხმობს უფლებათა მფლობელების მიერ მიწოდებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რომლის საშუალებით ხორციელდება ამ თავით განსაზღვრული ნაწარმოების ან სხვა ობიექტის ავტორის ან სხვა უფლებათა მფლობელის იდენტიფიცირება, ან ინფორმაციას ნაწარმოების სხვა ობიექტის გამოყენების პირობების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერი ციფრები და კოდები, რომლებშიც მოცემულია ასეთი ინფორმაცია. პირველი პუნქტი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ამ ინფორმაციის ნებისმიერი ელემენტი აღნიშნულია ნაწარმოების ან ამ თავით დაცული სხვა ობიექტის ასლზე ან ჩნდება მისი საჯარო გაცნობის დრო