მხარეები ანიჭებენ შემსრულებლებს განსაკუთრებულ უფლებას:

(a)  ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩაწერა (ფიქსაცია)[27];

(b) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;

(c) საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი შესრულების ჩანაწერი  გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით  გადაცემის გზით;

(d) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით, ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;

(e) ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების გადაცემა უკაბელო საშუალებებით და საზოგადოებისთვის მიწოდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული შესრულება წარმოადგენს ეთერში ადრე გადაცემულ ან ჩაწერილ შესრულება