მხარეები ანიჭებენ შემსრულებლებს განსაკუთრებულ უფლებას:
(a)
ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩაწერა (ფიქსაცია)[25]
;
(b)
ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის პირდაპირი ან არაპირდაპირი, დროებითი ან მუდმივი, ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით მთლიანი ან ნაწილობრივი რეპროდუცირება;
(c)
საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ მათი შესრულების ჩანაწერი გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით;
(d)
ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების ჩანაწერის გადაცემა სადენიანი ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით, ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოების წევრებისთვის მათ მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან;
(e)
ნება დართონ ან აკრძალონ მათი შესრულების გადაცემა უკაბელო საშუალებებით და საზოგადოებისთვის მიწოდება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული შესრულება წარმოადგენს ეთერში ადრე გადაცემულ ან ჩაწერილ შესრულება