1.
თითოეული მხარე ადგენს უფლებას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მომხმარებლის მიერ სათანადო ერთჯერადი ჰონორარის  გადახდა, თუ მოგების მიღების მიზნით გამოცემული ფონოგრამა ან ასეთ ფონოგრამაზე ჩაწერილი ნაწარმოები გამოიყენება ეთერში გადასაცემად უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით ან საჯარო გადაცემის ნებისმიერი სახით და ამასთან, უზრუნველყოფილ იქნეს აღნიშნული ჰონორარის განაწილება შესაბამის შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის.

2.
თითოეული მხარე უფლებამოსილია, შემსრულებლებსა და ფონოგრამის დამამზადებლებს შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში დაადგინოს მათ შორის ჰონორარის განაწილების პირობებ