(1) შემსრულებლებსა და ფონოგრამების დამამზადებლებს აქვთ უფლება მიიღონ ერთჯერადი სამართლიანი ანაზღაურება საეთერო მაუწყებლობის ან საზოგადოებაში ნებისმიერი სხვა სახით გავრცელებისათვის კომერციული მიზნებით გამოქვეყნებული ფონოგრამების პირდაპირი ან არაპირდაპირი გამოყენებისათვის.
(2) ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შეუძლიათ თავიანთ ეროვნულ კანონმდებლობაში დაადგინონ, რომ მომხმარებლებისაგან ერთჯერადი სამართლიანი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს შემსრულებელს ან ფონოგრამის დამამზადებელს, ან შემსრულებელსა და ფონოგრამის დამამზადებელს ერთდროულად. ამ ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შეუძლიათ მიიღონ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც, შემსრულებელსა და ფონოგრამის დამამზადებელს შორის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, დაადგენს პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ერთჯერადი სამართლიანი ანაზღაურება ნაწილდება შემსრულებლებსა და ფონოგრამების დამამზადებლებს შორის.
(3) ამ ხელშეკრულების დამდებ ნებისმიერი მხარეს შეუძლია ისმო-ს გენერალური დირექტორისათვის შესანახად ჩაბარებულ შეტყობინებაში განაცხადოს, რომ (1) პუნქტის დებულებებს მხოლოდ გამოყენების ზოგიერთ სახესთან მიმართებაში გამოიყენებს და შეზღუდავს სხვა რაიმე სახით მათ გამოყენებას ან საერთოდ არ გამოიყენებს ამ დებულებებს.
(4) ამ მუხლის თანახმად ფონოგრამები, რომლებიც საზოგადოებაში სადენებით ან კავშირგაბმულობის უმავთულო საშუალებებით გავრცელდა იმგვარად, რომ საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს მათი არჩევანის მიხედვით, განიხილება კომერციული მიზნებით გამოქვეყნებულა