1.
ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების ავტორის უფლებები ბერნის კონვენციის მე–2 მუხლის თანახმად მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, თუ როდის გახდა კანონიერად ნაწარმოები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
2.
ტექსტის მქონე მუსიკალური ნაწარმოების დაცვის მოქმედების ვადა იწურება ავტორთაგან უკანასკნელი ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის შემდეგ მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ეს პირები მითითებული თანაავტორებად; ეს პირები არიან: ტექსტის ავტორი და მუსიკალური ნაწარმოების ავტორი თუ ორივეს წვლილი მიმართული იყო მოცემული ტექსტიანი მუსიკალური კომპოზიციის შესაქმნელად.
3.
შემსრულებლის უფლება იწურება შესრულების თარიღიდან არანაკლებ 50 წლის გასვლის შემდეგ, თუმცა:
(a)
თუ ამ ვადაში შესრულების ჩანაწერი, არა ფონოგრამის სახით, გამოცემის ან საზოგადოებისთვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, უფლებები იწურება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის შემდეგ,(b)
თუ ამ ვადაში ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან საზოგადოებისათვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, უფლებები იწურება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის შემდეგ.
4.
ფონოგრამის დამამზადებლის უფლებები იწურება ჩაწერიდან არანაკლებ 50 წლის შემდეგ. თუმცა:
(a)
თუ ამ ვადაში ფონოგრამა გამოცემის ან საზოგადოებისათვის მიწოდების გზით კანონიერად ხელმისაწვდომი გახდა, აღნიშნული უფლებები იწურება პირველი კანონიერი გამოცემიდან არანაკლებ 70 წლის შემდეგ. თუ ზემოთ მითითებულ ვადაში არ მომხდარა კანონიერი გამოცემა და თუ ამ ვადაში ფონოგრამა კანონიერად იქნა მიწოდებული საზოგადოებისათვის, აღნიშნული უფლებები იწურება პირველად საჯარო გაცნობის თარიღიდან არანაკლებ 70 წლის შემდეგ;
(b)
თუ ფონოგრამის მართლზომიერად გამოცემის ან საზოგადოებისთვის მიწოდებიდან 50 წლის შემდეგ, ფონოგრამის დამამზადებელი გასაყიდად არ სთავაზობს ფონოგრამის ასლების საკმარის რაოდენობას ან არ ხდის მას საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომს, შემსრულებელმა შეიძლება შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მან გადასცა მისი შესრულების ჩანაწერზე უფლებები ფონოგრამის დამამზადებელს.
5.
მაუწყებლობის ორგანიზაციების უფლებები იწურება მაუწყებლობის პირველად გადაცემიდან არანაკლებ 50 წლის შემდეგ, მიუხედავად იმისა, გადაცემა ხდება სადენით თუ უსადენო გზით, საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით.
6.
ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც მოცემული ვადების ათვლის დაწყების საფუძველი