1.
თითოეული მხარე უფლებამოსილია მხარეთა მიერ ხელმოწერილი კონვენციების და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად დაადგინოს შეზღუდვები ან გამონაკლისები ამ შეთანხმების 1
46-ე – 15
1-ე მუხლებით გათვალისწინებულ უფლებებთან დაკავშირებით მხოლოდ გარკვეულ, განსაკუთრებულ შემთხვევებში იმ პირობით, რომ ასეთი შეზღუდვები ხელს არ შეუშლის ნაწარმოების ნორმალურ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ შელახავს უფლებების მფლობელთა კანონიერ ინტერესებს.
2.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს ამ შეთანხმების 1
47-ე – 15
0-ე მუხლებით
გათვალისწინებული დროებითი რეპროდუცირების განხორციელებას, რომელიც არის დროებითი და შემთხვევითი ქმედება, წარმოადგენს ტექნიკური პროცესის აუცილებელ და მნიშვნელოვან ნაწილს და მისი ერთადერთი მიზანია:
(a)
მესამე პირებს შორის შუალედური გამოყენებისას ქსელში გადაცემა, ან
(b)
კანონიერი გამოყენება ნაწარმოების ან სხვა ობიექტისა, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი კომერციული მნიშვნელობა და რომელზეც არ ვრცელდება ამ შეთანხმების 155-ე - 158-ე მუხლებით დადგენილი რეპროდუცირების უფლებ