1.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის სისტემას, რომლის ფარგლებშიც სასაქონლო ნიშნების შესაბამისი უწყების მიერ მიღებული ყოველი საბოლოო უარყოფითი გადაწყვეტილება უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და წერილობით უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
2.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების განაცხადების გასაჩივრების შესაძლებლობას. ასეთი გასაჩივრების პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.
მხარეები უზრუნველყოფენ სასაქონლო ნიშნებზე განაცხადებისა და რეგისტრირებული ნიშნების ელექტრონულ მონაცემთა ბაზის საჯარო ხელმისაწვდომობა