1.
მხარეები თანხმდებიან ამ შეთანხმების XIII-C და XIII-D დანართებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობაზე შეთანხმების 171-ე მუხლის მე–3 პუნქტით  გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ შეთანხმების XIII-B დანართით გათვალისწინებული გასაჩივრებისა და მონაცემების შესწავლის პროცედურები ორივე მხარისთვის მისაღები
შედეგით.

2. მმხარე არ არის ვალდებული დაიცვას როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა ის სახელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მცენარის ან ცხოველის ჯიშის სახელთან, რის შედეგადაც, შესაძლოა მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეექმნას პროდუქტის ნამდვილი წარმოშობის
შესახე