1. მხარეები თანხმდებიან ამ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართებში ახალი გეოგრაფიული აღნიშვნების დამატების შესაძლებლობაზე შეთანხმების 179-ე მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მას შემდეგ, რაც დასრულდება ამ შეთანხმების 170-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული გასაჩივრებისა და მონაცემების შესწავლის პროცედურები ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით.
2. მხარე არ არის ვალდებული დაიცვას როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა ის სახელი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მცენარის ან ცხოველის ჯიშის სახელთან, რის შედეგადაც, შესაძლოა მომხმარებელს მცდარი წარმოდგენა შეექმნას პროდუქტის ნამდვილი წარმოშობის შესახე