1.         წინამდებარე ქვენაწილით დაცული სახელის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი იმ მწარმოებლის მიერ, რომელსაც ბაზარზე გააქვს სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტები, ღვინო, არომატიზებული ღვინოები ან სპირტიანი სასმელები, რომლებიც შეესაბამებიან შესაბამისი პროდუქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

2.         მას შემდეგ, რაც გეოგრაფიულ აღნიშვნაზე გავრცელდება წინამდებარე ქვენაწილით გათვალისწინებული დაცვა, ასეთი დაცული სახელის გამოყენებისათვის საჭირო არ იქნება გამოყენების უფლების მქონე პირთა რეგისტრაცია ან მათ მიერ სხვა გადასახადის გადახდ