1.  მხარეები ქმნიან გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტს. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები წინამდებარე ქვენაწილის განხორციელებაზე მონიტორინგისა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიზნით. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი ანგარიშვალდებულია  წინამდებარე შეთანხმების 354-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორუმის  წინაშე.

2. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის წესით. ის თავად ადგენს საპროცედურო წესებს. ქვეკომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, საქართველოში ან გაერთიანებულ სამეფოში, მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ დროს, ადგილას და ფორმით (მათ შორის ვიდეოკონფერენციის ფორმით), მოთხოვნის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 90 დღისა.

3.  გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტი ასევე უზრუნველყოფს წინამდებარე ქვენაწილის სათანადო ფუნქციონირებას და შესაძლოა განიხილოს მის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, ის პასუხისმგებელი იქნება შემდეგზე:

(a)
ცვლილებების შეტანა ამ შეთანხმების 1
62-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, რომლებიც ეხება მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ
კანონებს;

(b)
ამ შეთანხმების X
III-C და X
III-D დანართების მოდიფიცირება, რომლებიც შეეხება გეოგრაფიულ
აღნიშვნებს;

(c)
ინფორმაციის გაცვლა გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით მიღებული კანონებისა და შემუშავებული პოლიტიკის საკითხებზე და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც საერთო ინტერესების საგანს
წარმოადგენს;

(d)
გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად მათი დაცვის ღონისძიებების განხილვის
მიზნით.

ქვენაწილი 4

დიზაი