1.  წინამდებარე
ქვენაწილი მოქმედებს მხარეთა მიერ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმებით ნაკისრი უფლებებისა და ვალდებულებებისთვის ზიანის მიყენების
გარეშე.

2.
ამ შეთანხმების
162-ე და 1
63-ე  მუხლებში მითითებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი და ბაზარზე გატანა განხორციელდება იმპორტიორი მხარის ტერიტორიაზე მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების
შესაბამისად.

3.
ნებისმიერი საკითხი, რომელიც წარმოიშობა რეგისტრირებული პროდუქტის ტექნიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, გადაწყდება ამ შეთანხმების 17
1-ე მუხლის შესაბამისად შექმნილი ქვეკომიტეტის
მიერ.

4.
წინამდებარე ქვენაწილის ფარგლებში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნები შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ იმ მხარის მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს
პროდუქტი.

5.  წინამდებარე
ქვენაწილში მითითებული პროდუქტის მონაცემები ისევე, როგორც მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება, დამტკიცდება იმ მხარის ორგანოთა მიერ, რომლის ტერიტორიაზეც წარმოიშვა ეს
პროდუქტ