1.
თითოეულ მხარეს შეუძლია დააწესოს შეზღუდული გამონაკლისები დიზაინის დაცვაზე იმ პირობით, თუ ეს გამონაკლისები დაუსაბუთებლად არ ეწინააღმდეგება დაცული დიზაინის ჩვეულებრივ გამოყენებას და უსაფუძვლოდ არ ლახავს დაცული დიზაინის მფლობელის კანონიერ ინტერესებს მესამე პირების კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით.
2.
დიზაინის დაცვა არ უნდა გავრცელდეს ისეთ დიზაინზე, რომელიც არსებითად ტექნიკური ან ფუნქციონალური მოსაზრებებითაა განპირობებული. კონკრეტულად, დიზაინის უფლება არ უნდა მოიცავდეს პროდუქტის გამოსახულების ნიშნებს, რომლებიც აუცილებლად და ზუსტად უნდა მეორდებოდეს იმისათვის, რომ ამ დიზაინის მქონე პროდუქტის წარმოება იქნეს ნებადართული ან რომლის მიმართაც ის გამოიყენება, როგორც მექანიკურად დაკავშირებული ან მასში, მის ირგვლივ ან საპირისპიროდ მოთავსებული, თან იმგვარად, რომ იგივე ფუნქციას ასრულებდე