1.         მხარეები ქმნიან გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტს. მის შემადგენლობაში შედიან ევროკავშირის და საქართველოს წარმომადგენლები წინამდებარე ქვენაწილის განხორციელებაზე მონიტორინგისა და გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და დიალოგის გაძლიერების მიზნით. გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტი ანგარიშვალდებულია  წინამდებარე შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის წინაშე.

2.         გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსის წესით. ის თავად ადგენს საპროცედურო წესებს. ქვე-კომიტეტი შეიკრიბება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, ევროკავშირში ან საქართველოში, მხარეთა შორის შეთანხმებით დადგენილ დროს, ადგილას და ფორმით (მათ შორის ვიდეოკონფერენციის ფორმით), მოთხოვნის წარდგენის დღიდან არაუგვიანეს 90 დღისა.

3.         გეოგრაფიული აღნიშვნების ქვე-კომიტეტი ასევე უზრუნველყოფს წინამდებარე ქვენაწილის სათანადო ფუნქციონირებას და შესაძლოა განიხილოს მის განხორციელებასთან და მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი. კერძოდ, ის პასუხისმგებელი იქნება შემდეგზე:

(a) ცვლილებების შეტანა ამ შეთანხმების 170-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში, რომლებიც ეხება მხარეთა ტერიტორიებზე მოქმედ კანონებს;

(b) ამ შეთანხმების XVII-C და XVII-D დანართების მოდიფიცირება, რომლებიც შეეხება გეოგრაფიულ აღნიშვნებს;

(c) ინფორმაციის გაცვლა გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით მიღებული კანონებისა და შემუშავებული პოლიტიკის საკითხებზე და გეოგრაფიული აღნიშვნების სფეროში ნებისმიერ ისეთ საკითხზე, რომელიც საერთო ინტერესების საგანს წარმოადგენს;

(d) გეოგრაფიულ აღნიშვნებთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლა წინამდებარე ქვენაწილის შესაბამისად მათი დაცვის ღონისძიებების განხილვის მიზნით.

ქვენაწილი 4

დიზაი