1.      მხარეები აღიარებენ, რომ მათ ტერიტორიებზე პატენტით დაცული სამედიცინო და მცენარეთა დაცვის პროდუქტები ბაზარზე მოხვედრამდე შეიძლება ექვემდებარებოდეს ადმინისტრაციული დაშვების პროცედურებს. ისინი აცნობიერებენ, რომ პერიოდი პატენტზე განაცხადის შეტანის მომენტიდან შესაბამის ბაზარზე პროდუქტის პირველად დაშვებამდე, როგორც ეს ამ მიზნებისთვის დადგენილია შესაბამისი კანონმდებლობით, შეიძლება ამცირებდეს პატენტით დაცვის ვადას.

2.      თითოეული მხარე ანიჭებს დამატებითი ვადით დაცვას პატენტით დაცულ სამედიცინო ან მცენარეთა დაცვის იმ პროდუქტს, რომელიც ადმინისტრაციული დაშვების პროცედურას ექვემდებარება. ეს ვადა, შეესაბამება რა ამ მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მითითებულ ვადას, მცირდება ხუთი წლით.

3.      მე-2 პუნქტში აღნიშნულის მიუხედავად, დაცვის დამატებითი ვადის ხანგრძლივობა არ შეიძლება აღემატებოდეს ხუთ წელს.

4.      იმ სამედიცინო პროდუქტებისათვის, რომლებისთვისაც ჩატარდა პედიატრიული კვლევები, და სადაც ამ კვლევების შედეგები მითითებულია პროდუქტის შესახებ ინფორმაციაში, მხარეებმა უნდა დაადგინონ მე–2 პუნქტში მითითებული დაცვის ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელებ