1. მხარეები ადასტურებენ TRIPS-ის ხელშეკრულების, კერძოდ მისი III ნაწილის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს და უზრუნველყოფენ ამ ნაწილით განსაზღვრულ ხელშემწყობ ზომებს, პროცედურებსა და ქმედებებს, რომლებიც აუცილებელია ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებისთვის[31].
2. ხსენებული ხელშემწყობი ზომები, პროცედურები და ქმედებები სამართლიანი და თანასწორი უნდა იყოს და არ უნდა მოხდეს მათი უმიზეზოდ გართულება ან ხარჯებთან დაკავშირება, დროში შეზღუდვა ან უსაფუძვლოდ შეფერხება.
3. ხსენებული ხელშემწყობი ზომები და ქმედებები უნდა იყოს ეფექტიანი, თანაზომადი და მიმართული გადარწმუნებისკენ და მათი გამოყენება უნდა მოხდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნას აცილებული ლეგიტიმური ვაჭრობისათვის ბარიერების შექმნა და დადგენილი უსაფრთხოების ზომები არ უნდა უშვებდეს მათ ბოროტად გამოყენება